საქალაქო სასამართლოში გლდანში დაკავებული პოლიტიკოსების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში გლდანში დაკავებული პოლიტიკოსების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა სასამართლო დარბაზში იმყოფებიან.

სასამართლოსთან პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები იმყოფებიან.

ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა გლდანში მას შემდეგ დააკავეს, რაც ისინი "ნაციონალური მოძრაობის" ნაცემი დეპუტატის ირაკლი ეძგვერაძის მოსანახულებლად მივიდნენ.

შსს-ს ცნობით, ენმ-ის წევრები ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებულები, თუმცა პარალელურად, უწყებას პოლიციელზე თავდასხმის მუხლით სისხლის სამართლის გამოძიება აქვს დაწყებული.

საკრებულოს დეპუტატისა და მისი მეგობრების ჯგუფურად ცემის ბრალდებით 6 პირი დააკავეს, დანაშაული თავისუფლების 2 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები