უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 276 270 (+420) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02.22-დან 25.09.2023-მდე: ტანკები - 4667 (+5), ჯავშანტექნიკა - 8927 (+13), საარტილერიო სისტემები - 6260 (+27), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა - 791 (+2).
საჰაერო თავდაცვის სისტემები - 533 (+2), თვითმფრინავები - 315 (+0), ვერტმფრენები - 316 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები - 4895 (+7), ფრთოსანი რაკეტები - 1518 (+0).
მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი - 20 (+0). წყალქვეშა ნავები - 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი - 8746 (+12), სპეციალური ტექნიკა - 918 (+4).