"კონფლიქტით დაინტერესებულია მხოლოდ რუსეთი" - ნაუსედა პოლონეთს და უკრაინას მოუწოდებს, დიალოგს დაუბრუნდნენ

ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა პოლონეთს და უკრაინას მოუწოდებს, დაარეგულირონ მარცვლეულის დავა და დაუბრუნდნენ საერთო დიალოგს. მისი თქმით, ორ ქვეყანას შორის უთანხმოებით მხოლოდ რუსეთია დაინტერესებული.

"მე ვთხოვე ჩემს კოლეგებს, არ გაამწვავონ სიტუაცია, შეეცადონ ჯერ მისი სტაბილიზაცია, შემდეგ კი ნორმალურ დიალოგს დაუბრუნდნენ ორმხრივ საფუძველზე, შეეცადონ ამ საკითხს კონსტრუქციულად მიუდგნენ“, - განაცხადა ნაუსედამ.

მისი თქმით, დასავლეთი არ არის დაინტერესებული ამ კონფლიქტით.

"ჩვენ ყველას ერთი და იგივე გვინდა - უკრაინის სწრაფი გამარჯვება რუსეთის წინააღმდეგ ომში. ვინ არის დაინტერესებული ამ კონფლიქტით? ერთადერთი სუბიექტი არის რუსეთის ფედერაცია. შეიძლება ბელარუსიც, მაგრამ მე მას ცალკე აღარ განვიხილავ", - განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები