გიორგი ვოლსკი - დარწმუნებული ვარ, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ძალიან ბევრი მოესწრება კიდევ, მათ შორის, ვინც აქ არის

დღეს, 27 სექტემბერს სოხუმის დაცემიდან 30 წელი შესრულდა. ამ დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა მიხეილ სარჯველაძემ, დიმიტრი ხუნდაძემ, თენგიზ შარმანაშვილმა და ბეჟან წაქაძემ გმირთა მოედანზე, ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

"მძიმე დღეა ჩვენი საქართველოსთვის, ქალბატონები დგანან თავისი შვილების  გვარების წინ და სანთელი აქვთ ანთებული. ძალიან ბევრს არა აქვს საშუალება, რომ დაიტიროს ნეშტი გარდაცვლილების, დაღუპულების, გმირების. ვმუშაობთ იმაზე, რომ ისინი გადმოვასვენოთ. წითელ ჯვართან ერთად ამ მიმართულებით საკმაოდ ბევრი გვაქვს გაკეთებული, თუმცა ეს მაინც ძალიან ცოტაა იმისათვის,  რათა  შვება ნახონ ადამიანებმა,  რომლებიც არიან იძულებით გადაადგილებულები“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

მისივე თქმით, კონფლიქტის მოგვარების საერთაშორისო ბერკეტები რასაკვირველია, არსებობს, თუმცა, სამწუხაროდ, აღარ არის ისეთი ეფექტური, როგორიც იყო, ვინაიდან სააკაშვილმა მოანგრია ეს სამშვიდობო პროცესი და ქვეყანას საშუალება აღარ ეძლევა, რომ გაეროს უშიშროების საბჭოში აფხაზეთის თემა გარკვეული პერიოდულობით კვლავ იყოს განხილული. გიორგი ვოლსკის შეფასებით, ამასთანავე კონფლიქტის მოგვარების სხვა ბევრი ბერკეტიც არსებობს, მათ შორის, "ადამიანების გულების უკან დაბრუნება“.

"ათასობით ჩამოდიან აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან, რომ აქ მიიღონ სითბო, მოვლა-პატრონობა,  სამედიცინო მომსახურება. ეს პროცესი გრძელდება და დარწმუნებული ვარ, რომ  ჩვენ ერთმანეთს კვლავ ვიპოვით და ხალხი დაბრუნდება იმ ტერიტორიაზე. დიდი პოლიტიკური პროცესები, რომლებიც მიმდინარეობს მსოფლიოში, ბოლოს და ბოლოს მიგვიყვანს საბოლოო შედეგამდე და ეს იქნება წარმატებული. დროსთან დაკავშირებით ვერაფერ გეტყვით, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ძალიან ბევრი მოესწრება კიდევ, მათ შორის, ვინც აქ არის“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

"ხალხის ძალის“ წარმომადგენლის დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, სოხუმის დაცემის დღე საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის არის უმძიმესი დღე.

"სამი ათეული წელი გავიდა მას შემდეგ და  ეს საკმარისზე მეტი დროა იმისათვის, რომ დავფიქრდეთ თუ რა მოხდა, გავაანალიზოთ და დავგეგმოთ სწორად, თუ როგორ შეიძლება ამ კონფლიქტის ამოწურვა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. რა თქმა უნდა, ეს უნდა მოხდეს მშვიდობიანი გზით და შემოთავაზებული ე.წ. "შესაძლებლობების ფანჯარად“ არ შეიძლება იქნეს ისევ შეიარაღებული კონფლიქტი გამოყენებული, რამე თუ ეს საბოლოოდ დააცილებს აფხაზეთს ჩვენგან. „შესაძლებლობის ფანჯარად“ დღეს რეალურად არსებობს ის, რომ ეს დაპირისპირება კონფლიქტის გარეშე, მშვიდობიანი გზით იქნეს ამოწურული და ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს. არა კონფლიქტი, არა დაპირისპირება, არა სისხლი, არამედ დაახლოება იმ გზის, რაც ერთი იყო და რაც მხოლოდ და მხოლოდ ერთია გამოსავალი ეს აფხაზებისთვისაც, ქართველებისთვისაც და მთლიანად საქართველოსთვის“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

უახლესი ამბები