გურიაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგოლესუბანში 23 წლის ახალგაზრდა მოკლეს.
არსებული ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავემ საპატიმრო რამდენიმე თვის წინ დატოვა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.