იმპიჩმენტთან დაკავშირებული პროცესის მეორე ნაწილი უფრო სევდიანი აღმოჩნდა, ვიდრე პირველი. საქვეყნოდ აღიარებული იურისტები სტატუსს და კომპეტენციას ერთმანეთში ურევდნენ…, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე წერს.
"დღის ბოლო ერთადერთი კითხვა დარჩა: ვერ ასხვავებენ თუ არ ასხვავებენ?
ერთი, 3-4 წლის ამბავი გამახსენდა.
რამდენიმე მეგობარი და კოლეგა ვკამათობდით, რა დაჯდებოდა სინამდვილეში ქუთაისის პარლამენტის აშენება. ზოგმა 200 მილიონი თქვა, ზოგმა 60-70, ზოგმა 100. ბოლოს ერთმა შემოსწრებულმა კაცმა - მაქსიმუმ 200-300 ათასი ლარიო და შეწყდა კამათი. რაღა არგუმენტი უშველიდა", - წერს მდინარაძე.