პარლამენტთან საპროტესტო აქცია იმართება

პარლამენტთან საპროტესტო აქცია იმართება

პარლამენტთან საპროტესტო აქცია იმართება. აქციის მონაწილეები "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებებს აპროტესტებენ.

მათი თქმით, ხელისუფლებას ქვეყანაში დიქტატურის დამყარების მცდელობა აქვს, თუმცა ეს არ გამოუვა.

როგორც აქციის მონაწილეები აღნიშნავენ, თუ ხალხი გაბრაზდება, მას ვერანაირი აკრძალვა ვერ შეაკავებს.

"შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.

კანონპროექტის თანახმად, ზუსტდება „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ამკრძალავი ხასიათის ღონისძიებები. კერძოდ,  კანონპროექტით შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ მოაწყონ დროებითი კონსტრუქცია, თუ მისი მოწყობა: ა) საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს; ბ) ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას; გ) იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას; დ) შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება.

უახლესი ამბები