ნეთანიაჰუ ფრონტის ხაზზე - ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ომის ახალი ეტაპი გამოაცხადა

პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ "ჰამასის" თავდასხმის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალებული ორი სასაზღვრო რეგიონი მოინახულა. ეს იყო მისი პირველი ვიზიტი ადგილზე 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ, რომლის დროსაც ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა, - წერს Times of Israel.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისმა განაცხადა, რომ ნეთანიაჰუმ "იმ სახლების ნანგრევებს შორის გაიარა, სადაც საშინელი მკვლელობები ხდებოდა".

სოციალურ ქსელში ისრაელის პრემიერ-მინისტრმა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ნეთანიაჰუ საზღვარზე მყოფ ჯარებს სტუმრობს. "ჩვენს მებრძოლებთან ერთად ღაზას სექტორში, ფრონტის ხაზზე. ჩვენ ყველანი მზად ვართ", - აღნიშნულია ვიდეოს აღწერაში. ვიდეოში ნეთანიაჰუ სამხედროებს ეკითხება, მზად არიან თუ არა შემდეგი ეტაპისთვის, რადგან შემდეგი ეტაპი ახლოვდება.

"ჰამასი" ისრაელს 7 ოქტომბერს დაესხა თავს, ბოლო შეფასებით, კონფლიქტს 1300-ზე მეტი ისრაელელი ემსხვერპლა, უმეტესობა მშვიდობიანი მოქალაქეა.

მსგავსი სიახლეები