"ქართული ოცნების“ პარტიული კონფერენციები იმერეთის მხარეში გრძელდება. დღეს გამართულ კონფერენციებზე სამტრედიის, ხონის და წყალტუბოს ადგილობრივი ორგანიზაციების თავმჯდომარეები და ბიუროს წევრები აირჩიეს.
სამტრედიის ორგანიზაციას სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბახტაძე უხელმძღვანელებს;
ხონის ორგანიზაციას - ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე;
წყალტუბოს ორგანიზაციას - წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე.
26 ოქტომბერს კონფერენციები ქუთაისში, ვანსა და ბაღდათში გაიმართება.