თამარ კაპანაძე - ეს ადამიანები შეამჩნიო, დააფასო და დააჯილდოვო, ეს იდეა არის ამაღლებული, კეთილშობილური და ჰუმანისტური

მინდა გულწრფელი მადლობა ვუთხრა ბატონ გიორგი ამილახვარს ახალგაზრდული შემართებით სისტემის ოპტიმიზაციის, მასწავლებლების მიმართ კეთილგანწყობისა და სოლიდარობისთვის, თანამშრომლობის უმაღლესი კულტურისთვის, - წერს სოციალურ ქსელში პირველი კლასიკური გიმნაზიის დირექტორი თამარ კაპანაძე წერს.

"განათლების სისტემის რეფორმების მნიშვნელობას ჩვენი საზოგადოება კარგად იაზრებს იმდენად, რამდენადაც ქვეყანაში სასკოლო და საუნივერსიტეტო განათლების ხარისხზე დამოკიდებულია ქვეყნის მომავალი განვითარება.
27 ოქტომბერს ოპერის თეატრში ჩატარებულმა მასწავლებლის ეროვნული დღის ღონისძიებამაც აჩვენა, რომ სისტემაში სასიკეთო ცვლილებებია.

პრემიერ-მინისტრის მისასალმებელ სიტყვაში ითქვა, რომ 2024 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ნახევარი მილიარდით იზრდება განათლების სამინისტროს დაფინანსება და აქედან 160 მილიონი ლარი მოხმარდება მასწავლებელთა ხელფასების ზრდას, რაც დიდი მოტივაციაა ჩვენი მასწავლებლებისთვის. დამეთანხმებით, ყველაზე დიდი ჯილდო აღიარება და პროფესიული საქმიანობის პატივისცემაა, რაც დაჯილდოებაზეც ნათლად გამოჩნდა.

სკოლებმა შეარჩიეს და სპეციალურმა კომისიამ ჯილდოზე წარადგინა მასწავლებლები, რომელთაც განსაკუთრებული ამაგი აქვთ სკოლის განვითარებაში, რთულ სიტუაციებში სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, პატრიოტული მისიის გააზრებით, თავგანწირვით უმუშავიათ თავიანთი მოსწავლეებისთვის. ძალიან ემოციური და ამაღელვებელი იყო დაჯილდოებული მასწავლებლების ისტორიების მოსმენა. როგორც ერთმა დარბაზში მყოფმა მასწავლებელმა მითხრა, ესმოდა, რომ ამ ისტორიების მოსმენისას პრემიერმა ჩაილაპარაკა - "გმირები არიან!“

ჩვენს მასწავლებლებს შორის ბევრია ისეთი, რომელიც უმაღლესი მოქალაქეობრივი შეგნებით, დიდი სიდუხჭირისა და ტანჯვის ფასად ახერხებდა მასწავლებლობას და ეს რომ გესმოდეს, ეს ადამიანები შეამჩნიო, დააფასო და დააჯილდოვო, ეს იდეა არის ამაღლებული, კეთილშობილური და ჰუმანისტური.

გიორგი ამილახვარი თანამდებობაზე დანიშვნის დღიდან სისტემატურად ხვდება მასწავლებლებს, ყურადღებით უსმენს მათ, სთხოვს, რომ აქცენტები პრობლემებსა და სირთულეებზე გააკეთონ, ინიშნავს და რეაგირებს ყოველ რეკომენდაციაზე, რამაც სისტემის უჩვეულო გამოცოცხლება განაპირობა. მიმდინარეობს სკოლამდელი და სასკოლო საგანმანათლებლო დაწესებულებების უპრეცედენტოდ ფართომასშტაბიანი სარეაბილიტაციო სამუშაოები.

მინდა გულწრფელი მადლობა ვუთხრა ბატონ გიორგი ამილახვარს ახალგაზრდული შემართებით სისტემის ოპტიმიზაციის, მასწავლებლების მიმართ კეთილგანწყობისა და სოლიდარობისთვის, თანამშრომლობის უმაღლესი კულტურისთვის. მან აღნიშნა, რომ მასწავლებლის ოჯახში იზრდებოდა და ამ საპატიო პროფესიისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს, რაც ბევრ კეთილ ინიციატივაში საქმით გამოიხატა, რისთვისაც ნამდვილად იმსახურებს მადლობას", - წერს კაპანაძე.