მეუფე მიქაელი - ეს დაწესებულება ხომ არ არის? ღმერთი წყვეტს ზემოდან

არ არსებობს და არც იარსებებს დღის წესრიგში პატრიარქის გადაყენება. ეს დაწესებულება ხომ არ არის? ღმერთი წყვეტს ზემოდან, - ამის შესახებ თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსმა, მეუფე მიქაელმა ჟურნალისტებს სინოდის სხდომის დაწყებამდე განუცხადა.

"ყველას გილოცავთ მამა გაბრიელის ხსენების დღეს, რა საკითხებზეც ვიმსჯელებთ, რომ გამოვალთ აუცილებლად გეცოდინებათ. ახლა მივდივართ და ვარკვევთ საკითხებს. არა, როგორ გეკადრებათ, რა გადადგომა, როგორ შეიძლება. არ ვიცი ამაზე თეოლოგები რატომ საუბრობენ, ჩვენ ეპისკოპოსები ვართ და ვართ დინჯად, წყნარად, საქართველოს გაძლიერებაში და ეკლესიის გაძლიერებას ვემსახურებით. არ არსებობს ეგ და არც იარსებებს დღის წესრიგში პატრიარქის გადაყენება. ეს დაწესებულება ხომ არ არის?ღმერთი წყვეტს ზემოდან“, - განაცხადა მეუფე მიქაელმა.

საქართველოს საპატრიარქოში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით მოწვეული საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები