ნიკოლოზ თაბუკაშვილის სახელობის პრემიის მოსაპოვებლად კონკურსში მონაწილეობის მსურველთა ნამუშევრების მიღება გრძელდება

პრემია გაიცემა სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების დარგში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის.

პრემია წესდება სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების დარგში შექმნილ ნამუშევრებზე, რომელთაც ტექნიკური, შინაარსობრივი და სხვა ღირებულებათა გამო აღიარება მოიპოვეს ქართული და აფხაზური სახვითი ხელოვნების დარგში.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საკონკურსო ნამუშევარი უნდა წარმოადგინონ აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროში (თბილისი,  დ.უზნაძის ქ.68), მიმდინარე წლის 20 ნოემბრამდე თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად:

ა) საკონკურსო განაცხადი;

ბ) ავტობიოგრაფია;

გ) პირადობის მოწმობის ასლი

პრემიის მოსაპოვებლად ნამუშევრის წარდგენის უფლება აქვთ როგორც ფიზიკურ პირებს, ასევე სასწავლო დაწესებულებებს, შემოქმედებით და სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, რომლებიც საქმიანობენ სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების დარგში.

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნამუშევრების საკონკურსოდ წარდგენა დასაშვებია მხოლოდ მისი დასრულებული, საბოლოო სახით.

კონკურსის გამარჯვებულს გამოავლენს ნიკოლოზ თაბუკაშვილის სახელობის პრემიის მიმნიჭებელი კომისია.

დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია სატელეფონო ნომერზე: +995 577092127.

მსგავსი სიახლეები