საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდნენ

საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები  ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს პია კაუმას შეხვდნენ.

საუბრის მთავარ თემებს წარმოადგენდა ქვეყანაში უსაფრთხოების საკითხები,  ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის ფარგლებში ქვეყანაში რეფორმების მიმდინარეობა და მომავალ წელს საქართველოში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები. შეხვედრისას რეგიონში მიმდინარე მოვლენებსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს.

"საოკუპაციო ხაზთან ჩვენი მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობას ეუთოს მკაცრი შეფასება უნდა მოჰყვეს. ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობა უმძიმესია. ასევე, მნიშვნელოვანია რუსულ დეზინფორმაციასთან ბრძოლა, რადგან ჩვენთვის მოცემული ერთ-ერთი დათქმის თანახმად,  რუსული დეზინფორმაციის წინააღმდეგ  მნიშვნელოვანი ნაბიჯები უნდა გადაიდგას. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების მიზნით, მნიშვნელოვანია დაკვირვება მოხდეს არა მხოლოდ არჩევნების დღეს, არამედ ასევე წინასაარჩევნო პერიოდში“, - განაცხადა პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტების“ წევრმა ხატია დეკანოიძემ.

"რეფორმების ჯგუფის“ თავმჯდომარის ხათუნა სამნიძის განცხადებით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა გეგმავს სადამკვირვებლო მისიის მოვლინებას საქართველოში არჩევნებამდე 4-5 თვით ადრე და დაკვირვებას როგორც წინასაარჩევნო პერიოდზე, ასევე არჩევნების დღეს.

"შეხვედრისას  აქცენტი გაკეთდა მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე, რადგან 2024 წლისთვის ეს არის მთავარი გამოწვევა. ბიუჯეტიდან გამომდინარე ჩანს, რომ ხელისუფლება აქცენტს გააკეთებს ისეთი პროგრამების გააქტიურებაზე, რომლითაც შეძლებს მანიპულირებას. იზრდება სოციალურად დაუცველთა ბაზა და მასთან ერთად ხარჯები. საინტერესოა დღის წესრიგში ID ბარათების ნაცვლად, ძველი პირადობის მოწმობების გამოყენების საკითხის გაჩენა, რაც წარმოადგენს საფრთხეს. მნიშვნელოვანია, სადამკვირვებლო მისიის მიერ გრძელვადიანი დაკვირვება, რადგან არჩევნები არ ყალბდება მხოლოდ არჩევნების დღეს“, - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები