"ის ბიჭი იმ დღეს აფხაზეთის ომში წავიდა და აღარ დაბრუნებულა - 30 წლის შემდეგ, ოცი ქართველი მებრძოლი გმირის ნეშტი იპოვეს"

სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთის ომში დაღუპული 20 ქართველი მებრძოლის სამოქალაქო პანაშვიდები იმართება, რომელთა იდენტიფიცირება ცოტა ხნის წინ მოხდა.  

ერთ-ერთი გმირის ოჯახის წევრი მარი გულორდავა სოციალურ ქსელში ბიძაშვილს იხსენებს.

“ზაფხულის მშვენიერი სისხამი დილა იყო, ნუკრი კარატეს მავარჯიშებდა სახლის უკანა ეზოში, 30 წელი გავიდა და ახლაც მახსოვს, როგორი გაღიმებული სახით მოდიოდა ჩვენკენ, თეთრი მაისური ეცვა, ცოტა ხანი გვიყურა, ვარჯიში არ გაგვაწყვეტინა, თავის ძმას უთხრა, რა დააკლო ზაურიმ, რომ ეს ბიჭად არ დაიბადაო. შემდეგ ჩემთან მოვიდა, ჩამეხუტა და შუბლზე მაკოცა… ეს იყო ჩვენი ბოლო შეხვედრა. სოფელში, ნათესავები ყველა ერთ ქუჩაზე ვცხოვრობთ, ერთადერთი ბიძაჩემი ცხოვრობს ცოტა შორს, იმ დღეს, 1993 წლის ორ ივლისს ბიძაჩემთან ვიყავი სახლში, როცა სადღაც შორიდან წარმოუდგენლად საშინელი კივილის ხმამ დააყრუა მთელი სოფელი, ხმაზე ვიცანი, როლიტა ბიცოლას ხმა იყო და მივხვდი, რაც ხდებოდა, ის ბიჭიც - რომელიც ბოლოს თეთრ მაისურში და გაღიმებული ვნახე, იმ დღეს აფხაზეთის ომში წავიდა, წავიდა და აღარ დაბრუნებულა.

30 წელი იტანჯა როლიტა ბიცოლამ, 30 წლის განმავლობაში არ იცოდა, თავისი შვილი ცოცხალი იყო თუ მკვდარი, 30 წელი ელოდნენ და ეძებდნენ მერაბ გედენიძეს ნათესავები, მაგრამ უშედეგოდ და მაშინ, როცა არავინ ველოდით, მისი ნეშტი აღმოაჩინეს. 30 წლის შემდეგ, ოცი ქართველი მებრძოლი გმირის ნეშტი იპოვეს, ოცი გმირი ბიჭის, ოცმა გმირმა დედამ ამოისუნთქა, რადგან მათთვის დღეს ყველაზე ღირებული ომში გაშვებული, ქვეყნის დასაცავად გაშვებული შვილების საფლავები ექნებათ.

მერაბ (რენო) გედენიძის სამოქალაქო პანაშვიდი 30 წლის შემდეგ 15-16 ნოემბერს სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება”, – წერს მარი გულორდავა. 

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 5 მებრძოლს დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით, დანარჩენებს კი, ოჯახების გადაწყვეტილებით, სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის საგვარეულო სასაფლაოებზე დაკრძალავენ.

მსგავსი სიახლეები