მოლდოვის პრეზიდენტი კიევში ჩავიდა

მოლდოვის პრეზიდენტი კიევში ჩავიდა

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ ვიზიტით კიევში ჩავიდა. ვიზიტი წინასწარ დაანონსებული არ იყო.

"ჩავედით კიევში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ევროპული საბჭოს ხელმძღვანელთან შარლ მიშელთან შეხვედრებისთვის. ჩვენი დღის წესრიგშია: მოლდოვასა და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შემდგომი ნაბიჯების განხილვა, რეგიონული უსაფრთხოების გაძლიერება და ევროკავშირის შემდგომი მხარდაჭერა რეფორმებისა და განვითარებისთვის ჩვენს ქვეყნებში“, - წერს სანდუ "ტვიტერზე".

მან პრეზიდენტ ზელენსკისთან ერთად ღირსების რევოლუციის დროს დაღუპული აქტივისტების ხსოვნას პატივი მიაგო.

"ღირსებისა და თავისუფლების დღეს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და პირველმა ლედიმ ელენა ზელენსკამ პატივი მიაგეს ღირსების რევოლუციის დროს დაღუპული აქტივისტების ხსოვნას. ღონისძიებას ასევე ესწრებოდა მოლდოვის რესპუბლიკის პრეზიდენტი მაია სანდუ", - აღნიშნულია უკრაინის პრეზიდენტის ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები