ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის 2023 წლის შედეგებით, ონის მუნიციპალიტეტი მე-5 ადგილზე გავიდა

ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის 2023 წლის შედეგებით, ონის მუნიციპალიტეტი მე-5 ადგილზე გავიდა.

"სამოქალაქო საზოგადოების მიერ შექმნილი ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია საქართველოს მუნიციპალიტეტების განვითარებისთვის.

ინდექსი წარმოაჩენს მიღწეულ წარმატებას და გამოავლენს არსებულ ხარვეზებს რამდენიმე ინდიკატორის მიხედვით, როგორიცაა გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება და მოქალაქეთა ჩართულობა.

2021 წლის შედეგებით ონის მუნიციპალიტეტი 42-ე ადგილს იკავებდა.

აღნიშნულ შედეგზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაძლიერების მიზნით მიმდინარე პროექტმა „რეგიონული საზოგადოებრივი ორგანიზაციები მუნიციპალური გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების მხარდასაჭერად“, რომელსაც კონსულტაციებისა და ტრენინგების ცენტრი - CTC ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციასთან რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის აგროტურიზმის განვითარების ასოციაციასთან ერთად ახორციელებდა", - აღნიშნულია მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსი: http://www.lsgindex.org

მსგავსი სიახლეები