მიხეილ სააკაშვილი - აქ საკითხი ზუსტად ასე დგას, ან ოლიგარქი, ან საქართველო და გამარჯვება, ჩვენ ვირჩევთ გამარჯვებას

"ვარდების რევოლუციის" 20 წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წერილი წაიკითხეს.

"კიდევ ერთხელ გილოცავთ საქართველოს მრავალ საუკუნოვან ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოვლენის - ვარდების რევოლუციის 20 წლის იუბილეს. ვარდების რევოლუციამ მყარად დააბრუნა საქართველო მსოფლიო რუკაზე. ჩვენ ვარდების რევოლუციით კორუფციას, კრიმინალს, უიმედობასა და რუსეთს ვუთხარით არა. დსთ-ის სივრცეში, პირველად, ამ პატარა საქართველო გაბედა და სწორედ ამიტომ გვიწოდა თბილისში ჩამოსულმა აშშ-ის პრეზიდენტმა მთელი მსოფლიოს დემოკრატიის შუქურა. ახლაც ზუსტად ასევე ვეტყვით ოლიგარქს, რუსეთს, უპერსპექტივობას და უიმედობას არას. დაიმახსოვრეთ, განსხვავება ივანიშვილისა და შევარდნაძე-აბაშიძის რეჟიმებს შორის არის მხოლოდ სპეცრაზმის ეკიპირებაში, მაგრამ ჩვენც მეტი ჯავშანი გვაქვს.

ჩვენი ჯავშანი არის მეტი გამოცდილება, ბევრად უფრო მაგარი ახალი თაობა და ცივილიზებული, დემოკრატიული სამყაროს ტოტალური მხარდაჭერა. ჩვენ უნდა განვახორციელოთ ტოტალური შეტევა ოლიგარქატზე და გვახსოვდეს, რომ ჩვენს ტოტალურ შეტევას ექნება ტოტალური, საერთო მხარდაჭერა. აქ საკითხი ზუსტად ასე დგას - ან ოლიგარქი, ან საქართველო და გამარჯვება. ჩვენ ვირჩევთ გამარჯვებას, ანუ ჩვენ ვირჩევთ საქართველოს. სიკეთე აუცილებლად გაიმარჯვებს ბოროტებაზე", - წერს მიხეილ სააკაშვილი.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები