ისრაელსა და "ჰამასს" შორის ზავი 24 ნოემბრის დილიდან დაიწყება - გათავისუფლდებიან პირველი მძევლები

ღაზაში ტყვეობაში მყოფი ცამეტი ქალი და ბავშვი იქნება პირველი, ვინც ისრაელსა და "ჰამასს" დროებითი ზავის ფარგლებში გათავისუფლდება, რომელიც 24 ნოემბრის დილიდან დაიწყება.

ყატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა განაცხადა, რომ მან მიიღო სამოქალაქო პირების სია, რომლებსაც ხვალ გაათავისუფლებენ და ოჯახებს პრიორიტეტი მიენიჭებათ.

მისი თქმით, შეთანხმების სანაცვლოდ ისრაელმა უნდა გაათავისუფლოს პალესტინელი პატიმრები.

"ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ აღარ დავინახავთ შემდგომ შეფერხებებს. ვფიქრობ, ჩვენ მივედით იმ წერტილამდე, როდესაც ყველაფერი მზად არის და ჩვენ მზად ვართ დავიწყოთ", - აღნიშნა მან.

შეთანხმება, რომელიც შეთანხმებული იქნა ყატარის, ეგვიპტისა და შეერთებული შტატების შუამავლობით გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, მოიცავს წითელი ჯვრის ვიზიტებს მძევლებთან და მათთვის მედიკამენტების მიწოდებას.

ეს ასევე ნიშნავს, რომ ასობით სატვირთო მანქანას, რომელსაც გადაჰქონდა ჰუმანიტარული მარაგი, სამედიცინო მარაგი და საწვავი ღაზაში, შეუშვებენ, ხოლო ისრაელი შეწყვეტს ყველა საჰაერო მისიას სამხრეთ ღაზაზე და შეინარჩუნებს ყოველდღიური ექვსსაათიანი ფრენის აკრძალვის ფანჯარას ჩრდილოეთით.

მსგავსი სიახლეები