ზელენსკი - რუსეთს ფულისა და ძალის გარდა არაფრის არ სჯერა, ამიტომ, აგრესორმა უნდა იგრძნოს ჩვენი ძალა ბრძოლის ველზე

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, თანამედროვე რუსეთს ფულისა და ძალის გარდა არაფრის არ სჯერა.

ამის შესახებ ზელენსკიმ ლატვიის პრეზიდენტ ედგარს რინკევიჩთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე კიევში განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინა მადლიერია ლატვიის რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მხარდაჭერისთვის.

"მნიშვნელოვანია, რომ თითოეული კონკრეტული ქვეყნის დონეზე და მთელი ევროპის დონეზე განხორციელდეს საჭირო სამუშაოები სანქციების გვერდის ავლით რუსული სქემების დასაბლოკად", - განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, ევროპაში და სხვა იურისდიქციებში დაწყებულია მნიშვნელოვანი სამუშაოები გაყინული რუსული აქტივების სამართლიან გამოყენებაზე.

"მადლობელი ვართ ყველა ჩვენი პარტნიორის, რომლებიც ეძებენ კონკრეტულ სამართლებრივ გადაწყვეტილებებს, რათა უზრუნველყონ აგრესორის აქტივების გაგზავნა მათთვის, ვინც აგრესიით დაზარალდა", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკის თქმით, რუსეთმა უკრაინის ძალა ბრძოლის ველზე უნდა იგრძნოს.

"თანამედროვე რუსეთს ფულისა და ძალის გარდა არაფრის არ სჯერა. ამიტომ, აგრესორმა უნდა იგრძნოს ჩვენი ძალა ბრძოლის ველზე, ევროპის პოლიტიკური ერთიანობის სიძლიერე, სანქციების პაკეტების სიძლიერე და აგრესორმა ყველაზე მეტი უნდა გადაიხადოს აგრესიისთვის. გადაიხადოს იმ პირების აქტივებით, რომლებიც ასე თუ ისე დაუკავშირდნენ ტერორისტულ სახელმწიფოს. ეს თანხები უნდა მუშაობდეს უკრაინის აღდგენისთვის საომარი მოქმედებების შემდეგ“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები