"ჰამასმა" მძევლების გათავისუფლების მეორე ეტაპი გადადო, ისრაელი შეტევის განახლებით იმუქრება

"ჰამასის" ტყვეობიდან ისრაელელი მძევლების გათავისუფლების მეორე რაუნდი საფრთხის ქვეშაა, პალესტინის დაჯგუფებამ ისრაელი შეთანხმებების დარღვევაში დაადანაშაულა, - წერს BBC.

როგორც გამოცემას "ჰამასის" მაღალჩინოსანმა განუცხადა, მის ორგანიზაციას ისრაელის მიმართ პრეტენზიების მთელი სია აქვს.  პირველ რიგში, "ჰამასი" ამტკიცებს, რომ ისრაელმა არ დაუშვა ჰუმანიტარული დახმარების მქონე სატვირთო მანქანები ღაზას სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში და იქ 100 სატვირთო მანქანიდან მხოლოდ 3 ჩავიდა.

მეორეც, მან ისრაელი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა. კერძოდ, "ჰამასი" ამტკიცებს, რომ IDF-მა ღაზას სამხრეთ ნაწილზე თვითმფრინავი გაუშვა და ორი პალესტინელი მოკლა რაიონში, რომელიც ზავის პირობებით, პალესტინელებისთვის თავისუფალი იყო.

მესამე, "ჰამასი" აცხადებს, რომ ისრაელმა მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა პალესტინელი პატიმრების შეთანხმებულ სიაში, რომლებიც ციხიდან უნდა გათავისუფლდნენ.

ყველა ამ მიზეზმა კი აიძულა ჯგუფი გადაედო ისრაელელი მძევლების გათავისუფლება, რომელიც ისრაელის მედიის ცნობით, დაახლოებით 16:00 საათზე უნდა მომხდარიყო.

ისრაელის მხარე თავის მხრივ უარყოფს შეთანხმებების დარღვევას. ამ განცხადებების ფონზე, ისრაელის მედია ავრცელებს ისრაელის ოფიციალური პირის განცხადებას, რომელიც საომარი მოქმედებების განახლების შესახებ აცხადებს, თუ "ჰამასი" არ შეასრულებს შეთანხმებას და შუაღამემდე არ გაათავისუფლებს მძევლების მეორე ჯგუფს.

"ჰამასის" ყველა პრეტენზია, რომ ისრაელმა დაარღვია შეთანხმება, სიცრუეა. ეს არის "ჰამასის" პროპაგანდის მცდელობა. ისრაელმა შეასრულა ყველა ვალდებულება. "ჰამასი" უხერხულ მდგომარეობაში აყენებს შუამავლებს ეგვიპტესა და ყატარს", - ციტირებს ისრაელის მედია.

მსგავსი სიახლეები