თეთრი სახლი - ისრაელმა და "ჰამასმა" ზავი გაახანგრძლივეს

ისრაელი და "ჰამასი" ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის კიდევ ორი ​​დღით გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ. მხარეებს შორის ეს შეთანხმება აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ დაადასტურა.

ოთხდღიანი ზავის ვადა ხვალ იწურებოდა.

თეთრი სახლის პრესმდივნის ჯონ კირბის განცხადებით, ზავის დროს დამატებითი ორი დღის განმავლობაში კიდევ 20 ისრაელელი ქალი და ბავშვი განთავისუფლდება "ჰამასის" ტყვეობიდან.

გასულ კვირას ისრაელმა ხელი მოაწერა შეთანხმებას "ჰამასთან" ღაზას სექტორში დროებითი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ. პირველი გაცვლა 24 ნოემბერს შედგა. "ჰამასმა" გაათავისუფლა 24 ადამიანი - 13 ისრაელის მოქალაქე და 11 უცხოელი.

25 ნოემბერს წითელმა ჯვარმა "ჰამასის" მიერ გათავისუფლებული მძევლების მეორე ჯგუფი  მიიღო, რომელიც შედგებოდა 17 ადამიანისგან, მათ შორის 4 უცხოელი.

მედიის ცნობით, ისრაელმა "ჰამასთან" მძევლების გაცვლის შეთანხმების ფარგლებში 39 პალესტინელი არასრულწლოვანი ციხიდან გაათავისუფლა.

მსგავსი სიახლეები