მაია ბითაძე - წელს ოთხი ახალი კანონი მივიღეთ და არც ერთი თქვენი მხარდაჭერა არ არის დაფიქსირებული, მოცდენილი ხართ რუსული პრესის კითხვით

"დღეს თქვენი ყველა გამოსვლა გაჯერებული იყო ზიზღით, რასაც ვეღარ უძლებს ქართული საზოგადოება. მესმის, რომ ამას აკეთებთ ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ საარჩევნო სიებში დაიკავოთ ადგილები. მესმის, მაგრამ არის რაღაც, რასაც სამშობლო,  მამულიშვილობა და ჩვენი შვილები ჰქვია. თუ თქვენ ეს გრძნობა კიდევ გაქვთ,  ცხრა ნაბიჯის მესამე პუნქტი კარგად წაიკითხეთ და გაიაზრეთ, რომ ხმა უნდა მისცეთ ყველა იმ კანონპროექტს, რომელსაც ევროკავშირში მივყავართ“, - ამ სიტყვებით მიმართა პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მაია ბითაძემ საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილს.

როგორც მაია ბითაძემ აღნიშნა, საპარლამენტო ოპოზიცია ნაცვლად იმისა, რომ მონაწილეობდეს საკანონმდებლო პროცესში, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან აახლოებს, რუსული პრესის გაცნობით არის დაკავებული.

"ჩვენი პოლიტიკური განცხადებები იწყება რადიკალური ოპოზიციის ფრთის მხრიდან ინფორმაციის გაჟღერებით, სადაც ყოველი მეორე სიტყვა არის - რუსეთი. დღეს ახალი ამბები გავიგეთ. თურმე ჩვენი კოლეგები ყოველ დილით ეცნობიან რუსულ პროპაგანდას, რუსულ პრესას, მათ შორის, სავარაუდოდ,  „კომსომოლსკაია პრავდას“, „იზვესტიას“ - იყო ასეთი გამოცემა და ალბათ ისევ არის, ეს  ჩვენ არ ვიცით, თორემ „ნაციონალური მოძრაობამ“ იცის და არ ეცნობიან სხვათა შორის, ქართულ პრესას, სადაც ევროკავშირის ელჩი ამბობს, რომ მიესალმება საქართველოს ხელისუფლების ელვისებურ ნაბიჯებს იმისთვის, რომ ახლა უკვე ცხრა ნაბიჯი აღასრულოს. ცხრა ნაბიჯი, სადაც მესამე პუნქტად, ბატონო გიორგი ვაშაძე, წერია, რომ ოპოზიციაც უნდა ჩაერთოს იმ კანონმდებლობის განხილვაში, რომელიც ევროკავშირის კანონმდებლობასთან გვაახლოებს. სიურპრიზად გეტყვით, რომ მარტო წელს სრულიად 4 ახალი კანონი მივიღეთ, რომელიც ასოცირების ხელშეკრულებას ასრულებს, სადაც დადებითი შეფასება მივიღეთ და თქვენი არც ერთი ხმა არ არის დაფიქსირებული.  ეს იმიტომ, რომ მოცდენილი ხართ რუსული პრესის კითხვით. ბრიუსელში ევრონესტზე ყოფნის დროს მოვისმინე თქვენგან ინფორმაცია, რომ საქართველო უფრო და უფრო ენერგო დამოკიდებული ხდება რუსეთზე. ამასთან დაკავშირებითაც შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს გაიყიდა ჰიდროელექტროსადგურები, წყალმომარაგების ობიექტები, მათ შორის, „თელასი“ გადაეცა რუსეთს, იმ ქვეყანას თქვენ რომ ასე გიყვართ და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის წევრობას დაუჭირეთ მხარე. 

ჩვენ ხელისუფლების დროს ევროკავშირთან ვაჭრობა დავიწყეთ, ახლა ენერგეტიკული გაერთიანების წევრები ვართ, ყველა ვალდებულებას ვასრულებთ და ევროკავშირთან ენერგეტიკულ კავშირებს ვამყარებთ, მათ შორის, წყალქვეშა კაბელის საშუალებით, თქვენ კიდევ იგონებთ რაღაც მანიფესტებს, იგონებთ მათ შორის საქართველოს დაქცევის აქტებს“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები