ბუდანოვის მეუღლის მოწამვლა დაზვერვის მთავარმა სამმართველომ დაადასტურა - რა არის ცნობილი მკვლელობის მცდელობის შესახებ

მარიანა ბუდანოვას მოწამვლას უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო ადასტურებს. მათი განცხადებით, მედიაში ადრე გამოქვეყნებული ინფორმაცია სახელმწიფო დაზვერვის უფროსის მეუღლესთან დაკავშირებით სიმართლეს შეესაბამება.

თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენლის ანდრეი იუსოვის განცხადებით, მარიანა ბუდანოვა მართლაც მოწამლული იყო მძიმე მეტალებით და ახლა მკურნალობის დასკვნით კურსს გადის.

სამართალდამცავ უწყებებში აცხადებენ, რომ პოლიციას არ მიუღია განცხადება ბუდანოვის მეუღლის მოწამვლის შესახებ, თუმცა მედიაში გავრცელებული ინფორმაცია გათვალისწინებული იქნება.

ბუდანოვა სავარაუდოდ, "მოწამლული იყო საკვებით". ჯერჯერობით უცნობია, იყო ეს ერთჯერადი მოწამვლა, თუ მას გარკვეული პერიოდის განმავლობაში ნელ-ნელა წამლავდნენ.

რაც შეეხება კირილ ბუდანოვს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მოწამლული არ არის.

სახელმწიფო დაზვერვის სამმართველოს უფროსის მეუღლის მკვლელობის შესაძლო მცდელობის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები