სტოლტენბერგი - მშვიდობიანი გადაწყვეტის საუკეთესო გზა უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის გაგრძელებაა

ნატო მოკავშირეებს მოუწოდებს, გააგრძელონ უკრაინის მხარდაჭერა, რადგან რაც უფრო ძლიერი იქნება ის ბრძოლის ველზე, მით უკეთესი იქნება მისი პოზიცია, - ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

კითხვაზე, ელის თუ არა ნატო გარღვევას უკრაინის ფრონტზე უახლოეს მომავალში და რა უნდა გააკეთოს ამისთვის უკრაინამ, მან აღნიშნა: ”მე ძალიან ფრთხილი ვარ ფრონტზე მოვლენების განვითარების წინასწარმეტყველებაში, რადგან ომები თავისი ბუნებით არაპროგნოზირებადია”.

სტოლტენბერგმა ასევე აღნიშნა უკრაინელი სამხედროების ოსტატობა და მონდომება ბრძოლის ველზე, რამაც „მთელი მსოფლიო გააოცა“.

"უნდა გვახსოვდეს, საიდან დავიწყეთ, როდესაც შარშან იყო სრულმასშტაბიანი შეჭრა. იყო შიშები და ექსპერტები თვლიდნენ, რომ უკრაინა რამდენიმე კვირაში დაეცემოდა და კიევი რამდენიმე დღეში რუსეთის კონტროლის ქვეშ იქნებოდა", - განაცხადა სტოლტენბერგმა.

მისივე თქმით, ასეთი სცენარი არ მომხდარა და უკრაინამ შეძლო უკან დაეხია რუსული ძალები ჩრდილოეთით, აღმოსავლეთით და სამხრეთით, გაათავისუფლა ტერიტორიის დაახლოებით ნახევარი, რომლის ოკუპაცია რუსეთმა ომის დასაწყისში მოახდინა.

"ეს მეტყველებს უკრაინის შეიარაღებული ძალების უნარსა და შესაძლებლობებზე. ნატოს მოკავშირეებმა მნიშვნელოვანი სამხედრო მხარდაჭერა გაუწიეს. მე მოვუწოდე მოკავშირეებს და მხარდაჭერა გაგრძელდება. რაც უფრო ძლიერი იქნება უკრაინა ბრძოლის ველზე, მით უფრო ძლიერი იქნება ის მოლაპარაკებების მაგიდასთან. თუ ჩვენ გვინდა მოლაპარაკების გზით მშვიდობიანი გადაწყვეტა, რომელიც უზრუნველყოფს უკრაინის დამოუკიდებლობის შენარჩუნებას, მაშინ საუკეთესო გზაა უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის გაგრძელებას და ეს არის ის, რასაც მოკავშირეები აპირებენ“, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები