ლევან ხაბეიშვილი - ეს ბანდა ცხადია, ვერ იტანს და ვერ ეგუება, როცა "ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ახსენებენ ხალხს და ხალხის პრობლემებს

რიჟვაძეებმა და მისმა კლანმა გადაჭამეს აჭარა. ტიტე აროშოძე, რომელიც დაუპირისპირდა ლევან ანთაძეს და ელგუჯა ბაგრატიონს, სოფლის მეურნეობის მინისტრობის დროს ძალიან ბევრ კორუფციულ ფაქტშია მხილებული. ბაციკაძე, რომელიც ახლაც კი უკანონო მშენებლობებში მონაწილეობს ბათუმში და ეს კრიმინალური დაჯგუფება, ეს ბანდა ცხადია, ვერ იტანს და ვერ ეგუება, როცა "ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ახსენებენ ხალხს და ხალხის პრობლემებს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა აჭარის უმაღლეს საბჭოში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განაცხადა.

"ჩვენს თანამებრძოლებს, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებს, ლევან ანთაძეს და ელგუჯა ბაგრატიონს ადგილობრივი პუტინისტები დაესხნენ თავს და საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა ახლდა ამას წინ. სანამ ეს ფიზიკური დაპირისპირება დაიწყებოდა, ნაციონალური მოძრაობა საუბრობდა 360 000 ადამიანი რომ ცხოვრობს აჭარაში და 27 000 აქედან არის სოციალურად დაუცველი, რომ აჭარის სკოლებში მნიშვნელოვანია უფასო კვება ბავშვებისთვის და რომ ოფიციალური სტატისტიკით, ათასობით ბავშვი შიმშილობს აჭარაში. სოფელ კვირიკეთში და სოფელ გვარაში საბავშვო ბაღები რომ უნდა აშენებულიყო და გაქრა, არ არის ეს ფული, შეჭამა რუსულმა ოცნებამ. 

იქ არც ბაღები არ არის ერთ ადგილას და არც მეორე ადგილას. ასევე, ბათუმში, მდინარე ჭოროხზე ახალი გზის მშენებლობა რომ ვერასდროს დაასრულეს და ვერ მიიყვანეს ბოლომდე, ამ პრობლემებზე საუბრობდნენ ჩვენი წევრები და ლიდერები. ასევე, ქედაში, ხულოსა და შუახევში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომელიც იყო დაგეგმილი, ზოგი შუაში მიატოვეს, ზოგი ვერც დაიწყეს. ასევე, ცხადია, ჩვენი წევრები საუბრობდნენ საპენსიო სესხების ჩამოწერაზე ადგილობრივი პენსიონერებისთვის, რომლებიც კაბალურ პირობებში იღებენ ამ სესხებს. ასევე, საუბარი შეეხებოდა გაბერილ შტატებს აჭარაში", - განაცხადა ხაბეიშვილმა. 

აჭარის უმაღლეს საბჭოში "ქართული ოცნებისა" და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები