უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 330 040 (+1280) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 01.12.2023-მდე: ტანკები - 5564 (+13), ჯავშანტექნიკა - 10372 (+32), საარტილერიო სისტემები - 7931 (+22), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა - 912 (+2).
საჰაერო თავდაცვის სისტემები - 602 (+2), თვითმფრინავები - 323 (+0), ვერტმფრენები - 324 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები - 5976 (+22), ფრთოსანი რაკეტები - 1567 (+0).
მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი - 22 (+0). წყალქვეშა ნავები - 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი - 10399 (+38), სპეციალური ტექნიკა - 1137 (+13).