"ევროპის უნივერსიტეტის" ოლიმპიადაზე მე-12 კლასელებისთვის რეგისტრაცია გრძელდება

"ევროპის უნივერსიტეტი" მთელი ქვეყნის მასშტაბით საჯარო და კერძო სკოლების მე-12 კლასელებისთვის აცხადებს ოლიმპიადას ქართულ ენასა და ლიტერატურაში - "განათლება ქმნის მომავალს“.

ოლიმპიადის მიზანია მოსწავლეებში განათლების როლის პოპულარიზება და შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარება.

ოლიმპიადაზე რეგისტრაცია მე-12 კლასის მოსწავლეებს შეუძლიათ 10 დეკემბრის ჩათვლით.

16 დეკემბერს კონკურსის ფარგლებში მოსწავლეებმა უნდა შექმნან ესე სპეციალურად შერჩეულ თემაზე. ესეს თეზისი მონაწილეებისთვის ცნობილი გახდება ოლიმპიადის დაწყებამდე 5 წუთით ადრე.

ოლიმპიადა აღმოსავლეთისა და დასავლეთის სკოლებისთვის ორ ლოკაციაზე პარალელურად ჩატარდება:

თბილისი - "ევროპის უნივერსიტეტი", გურამიშვილის გამზირი N76

ქუთაისი - ქუთაისის უნივერსიტეტი, წერეთლის ქუჩა N13

კონკურსანტებმა ოლიმპიადის დღეს 3 საათში წერილობით უნდა შეასრულონ მინიმუმ 250 სიტყვიანი ესე ქართულ ენაზე.

I, II და III ადგილზე გასულ მოსწავლეებს „ევროპის უნივერსიტეტი“ გრანდიოზული პრიზებით დააჯილდოებს.

ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად აბიტურიენტები დარეგისტრირდით ბმულზე: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSf7ex2ol3lTsx4aVRSMSLrX8Bm14XIvUvV2OXlvPz6LPbIVMQ/viewform

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 10 დეკემბერი

ოლიმპიადის დებულება და ესეს შეფასების კრიტერიუმები იხილეთ ბმულზე: https://www.eu.edu.ge/ge/news/2282-evropis-universiteti-me-12-klaselebistvis-kartul-enasa-da-literaturashi-olimpiadas

მსგავსი სიახლეები