დარეჯან ცხვიტარია - ეს გადაწყვეტილება იყო მათგან გამოცხადებული ბოლშევიკური სასჯელი

ფოთის საკრებულოში "ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე დარეჯან ცხვიტარია და მისი მოადგილე პაატა ჩაგანავა თანამდებობებიდან გაათავისუფლეს.

თანამდებობებიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება საკრებულოს ფრაქციის სხდომაზე მიიღეს, თუმცა დარეჯან ცხვიტარია აცხადებს, რომ ლევან ხაბეიშვილთან შეუთანხმებლად ფრაქციის წევრები მათ გადაყენებას ვერ გაბედავდნენ. ასევე, დარეჯან ცხვიტარია გადაწყვეტილების ერთ-ერთ ინიციატორად ზაზა გოროზიასაც ასახელებს.

"დიახ, გადაგვაყენეს. ისინი იყვნენ ექვსნი, ჩვენ კი – ხუთნი. კომუნისტურ რეჟიმს მოვსწრებივარ, ხუნტასაც და ჩემი პრინციპებისთვის არ გადამიხვევია. ეს გადაწყვეტილება იყო მათგან გამოცხადებული ბოლშევიკური სასჯელი. მათ არასწორ მმართველობას ვერ შევეგუები“, – განაცხადა დარეჯან ცხვიტარიამ.

ფოთის საკრებულოში "ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე დავით ხომერიკი კი აცხადებს, რომ დარეჯან ცხვიტარიას და პაატა ჩაგანავას თანამდებობიდან გადაყენების გადაწყვეტილება ფრაქციაში მათი პასიურობისა და ფრაქციის სხდომებზე გამოუცხადებლობის გამო მიიღეს.

"ფრაქციაში აუცილებელია ორგანიზებული მუშაობა, რათა ეფექტურები ვიყოთ საკრებულოს სხდომებზე. ყველასთვის გასაგებია, რამხელა როლი ენიჭება ფრაქციის თავმჯდომარეს. ორი წელია, ეს ქალბატონი არის ფრაქციის თავმჯდომარე, მაგრამ ერთი დღითაც ვერ მოიცალა ფრაქციაში მუშაობისათვის. ჩვენთვის ცნობილია მისი არაერთი არაკორექტული გამონათქვამი, მაგრამ ხმა არ ამოგვიღია. ორი წელია, ვითვალისწინებთ ამ ქალბატონს, მაგრამ მას შემდეგ, რაც გაცხადება გააკეთა ფრაქციის სახელით, ფრაქციის უმრავლესობასთან შეუთანხმებლად, მივწერეთ მას, ჩავნიშნეთ ფრაქციის სხდომა, ვთხოვეთ, მოსულიყო, რათა გვესაუბრა ამ თემებზე, თუმცა აქაც იგნორი მივიღეთ. შეიკრიბა ფრაქცია და ხმათა უმრავლესობით განხორციელდა ცვლილებები. იგივე შემიძლია, ვთქვა მის მოადგილესთან, პაატა ჩაგანავასთან დაკავშირებით. სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო ის ვერ ახერხებდა ფრაქციის მუშაობაში მონაწილეობას და იმავე მიზეზით გადავაყენეთ“, – განაცხადა დავით ხომერიკმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები