შალვა პაპუაშვილი - თუკი ის იმყოფება საქართველოში, იმყოფება როგორც რუსეთის მოქალაქე

თუკი ის იმყოფება საქართველოში, იმყოფება როგორც რუსეთის მოქალაქე, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით განაცხადა.

"დედამიწაზე არის ორი ქვეყანა, სადაც სანქცირებული არის ბატონი ფარცხალაძე. ეს არის ამერიკის შეერთებული შტატები და ეს არის საქართველო. როგორც იცით, ის ევროკავშირში არ არის სანქცირებული და ამით ყველაფერი ნათქვამია.

ისიც იცით, რომ ის საქართველოს მოქალაქე აღარ არის. ამ შემთხვევაში, თუკი ის, არ ვიცი, ამაზე არ მაქვს ინფორმაცია, მაგრამ თუკი ის იმყოფება საქართველოში, იმყოფება როგორც რუსეთის მოქალაქე. ჩვენ ვართ სამართლიანობის სახელმწიფო, სადაც მათ შორის, გამოძიება და დასკვნები არ ემყარება ჭორებს. ასე რომ, ყველაფერს სჭირდება თავისი მტკიცებულება", - აცხადებს პაპუაშვილი. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები