ჯუანშერ ბურჭულაძე ნორვეგიის ახალ ელჩს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ნორვეგიის ახალ ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. ჯუანშერ ბურჭულაძემ ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ბერგლიოტ ჰოვლანდს თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლა.

მინისტრმა ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა. ჯუანშერ ბურჭულაძემ ელჩს ნორვეგიის მხრიდან საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორმხრივ, ევროკავშირთან და ნატოსთან თანამშრომლობის ფორმატების მნიშვნელობაზე, რაც ხელს უწყობს ურთიერთთავსებადობის გაზრდასა და ტრანსფორმაციის პროცესს. აღინიშნა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP), როგორც ყველაზე ეფექტიანი პრაქტიკული თანამშრომლობის მექანიზმის წარმატებით განხორციელების მნიშვნელობა.

მინისტრმა ნორვეგიის მხარეს მადლობა გადაუხადა SNGP-ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტის - ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ცენტრის (JTEC) განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, ასევე ნდობის ფონდში შეტანილი ფინანსური კონტრიბუციისთვის. საუბარი შეეხო საქართველოსა და ნორვეგიის თავდაცვის უწყებებს შორის ორმხრივ ფორმატში ნაყოფიერ თანამშრომლობას, რომელიც მოიცავს ეროვნულ გვარდიებს შორის ერთობლივ სწავლებებსა და ტრენინგებს, ასევე სამხედრო განათლების სხვადასხვა მიმართულებებს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები