ლევან ხაბეიშვილი - ვისაც უნდა წავიდეს და სხვა გზა ნახოს, ოღონდ ვისთვისაც მნიშვნელოვანია რუს ოლიგარქთან ბრძოლა, მზად ვართ ვითანამშრომლოთ

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ მზად არის "ნებისმიერ ფორმატში ითანამშრომლოს" მათთან, ვინც პარტია დატოვა.

პარტიიდან წასულ წევრებს ლევან ხაბეიშვილმა წარმატება უსურვა "ოლიგარქთან ბრძოლაში და არა "ნაციონალურ მოძრაობასთან" ჭიდაობაში".

"მინდა ყველას პატივისცემა დავუფიქსირო, მათ შორის იმ ადამიანებს, ვინც კონკრეტულ გადაწყვეტილებებს იღებენ, ეს მათი არჩევანია. ვწუხვარ, რომ ბათუმში მაგალითად გიორგი კირთაძე და მისი თანაგუნდელები, ჩვენდა სამწუხაროდ, 8-9 თვის განმავლობაში დაკავებულები იყვნენ "ნაციონალური მოძრაობის" რყევით, ეს ობიექტურად მგონი, უფრო მალე უნდა ჰყოფნოდა ვიღაცებს ვაჟკაცობა, რომ თუ რამე არ მოსწონდათ, კონკრეტული გადაწყვეტილება მიეღოთ. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვერ ვითანამშრომლებთ, მინდა წარმატება ვუსურვო ოლიგარქთან ბრძოლაში და არა "ნაციონალურ მოძრაობასთან" ჭიდაობაში. მზად ვართ ნებისმიერ ფორმატში ვითანამშრომლოთ თუ მათ მოუნდებათ ხვალ, ზეგ.

მესმის მათი გადაწყვეტილება. რაც შეეხება ჭიათურას, ცოტა კომიკურია, მესამედ თუ მეოთხედ ტოვებენ 2023 წელს პარტიას უკვე, ეს ხომ სასაცილოა. ყოველ ორ თვეში ერთხელ ნიუსია, რომ ჭიათურის მელიას ხალხი ტოვებს პარტიას, როგორ შეიძლება სამჯერ დატოვო პარტია, ჩემთვის გაუგებარია.

მარტივ რამეს შევახსენებ საზოგადოებას, შემახსენეთ, ბოლოს ჭიათურის საკრებულოს წევრმა, როდის ისაუბრა ჭიათურის პრობლემებზე, როდის გაავრცელეს რამე განცხადება და როდის ისაუბრეს ჭიათურის მერის გადადგომაზე, მაგალითად. უხერხულია, მართლა გულწრფელად ვამბობ. მესმის, ვისაც უნდა წავიდეს და სხვა გზა ნახოს, ოღონდ კიდევ ვამბობ, ვისთვისაც მნიშვნელოვანია რუს ოლიგარქთან ბრძოლა, მზად ვართ ვითანამშრომლოთ, ჩავკიდოთ ხელი ერთმანეთს და ვიბრძოლოთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია რუსი ოლიგარქის დასრულება, რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა "ფორმულას" ეთერში.

"ნაციონალური მოძრაობა" დღეს ზუგდიდის საკრებულოს 14-მა წევრმა დატოვა, მათ შორისაა ფრაქციის თავმჯდომარე, აპარატის სამი თანამშრომელი და საკრებულოს რამდენიმე დეპუტატი.

პარტიის დატოვების შესახებ დღეს ჭიათურის საკრებულოს 5-მა წევრმაც განაცხადა.

გუშინ "ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციის წევრებმა გიორგი კირთაძემ და მირდატ ქამადაძემ პარტია დატოვეს. "ნაციონალური მოძრაობა“ ასევე დატოვა ბათუმის საკრებულოში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ შვიდმა დეპუტატმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები