შალვა პაპუაშვილი - რაც უფრო მეტად დააზიანებს საქართველოს, საბოლოო ჯამში, იმ ნაბიჯს გადადგამს სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილის ნაბიჯები საზიანოა საქართველოს ეროვნული ინტერებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს ირაკლი კობახიძის განცხადებაზე, რომლის თანახმად, მაღალია ალბათობა, რომ არჩევნებამდე ერთი-ორი თვით ადრე სალომე ზურაბიშვილი გადადგება და მონაწილეობას მიიღებს არჩევნებში.

"ჩვენ ვხედავთ, რომ მას შემდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია, ის განზრახ გასულია კონსტიტუციური ჩარჩოებიდან. მისი ნაბიჯები საზიანოა საქართველოს ეროვნული ინტერებისთვის, მათ შორის უსაფრთხოების ინტერესებისთვის და ამიტომ რამის გამორიცხვა შეუძლებელია. ფაქტია, რომ სალომე ზურაბიშვილი მოქმედებს საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ და უკვე აშკარად მოქმედებს ოპოზიციის დღის წესრიგით. რამის გამორიცხვა ძნელი იქნება. რაც უფრო მეტად დააზიანებს საქართველოს, საბოლოო ჯამში, იმ ნაბიჯს გადადგამს სალომე ზურაბიშვილი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები