ირაკლი კობახიძე უნგრეთში ვიზიტის ფარგლებში, ევროპის კავშირის საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა

"ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ვიზიტის ფარგლებში, ევროპის კავშირის საქმეთა მინისტრის მოადგილეს ბარნა სჟიგმონდს შეხვდა.

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე, ევროკავშირის საქმეთა მინისტრის მოადგილემ მკაფიოდ დააფიქსირა უნგრეთის მხარდაჭერა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხში.

"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ბარნა სჟიგმონდს, საქართველოს მიმართ გამოხატული მხარდაჭერისთვის. ირაკლი კობახიძემ იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.

შეხვედრას ესწრებოდნენ დელეგაციის წევრები - პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი მეზურნიშვილი.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები