მამის მკვლელობაში ბრალდებული ახალგაზრდა, რომელსაც უვადო პატიმრობა ემუქრებოდა, ნაფიცმა მსაჯულებმა უდანაშაულოდ ცნეს

მამის მკვლელობაში ბრალდებული კახა კობახიძე, რომელსაც უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა, თორმეტივე ნაფიც მსაჯულმა უდანაშაულოდ ცნო! - ინფორმაციას ადვოკატი ავრცელებს.

ნაფიცი მსაჯულების გამამართლებელი ვერდიქტის შემდეგ, 21 წლის ახალგაზრდა რუსთავის  საქალაქო სასამართლოს დარბაზიდან გათავისუფლდა.

საუბარია გარდაბანში, მაისში მომხდარ მკვლელობაზე, რა დროსაც 21 წლის ახალგაზრდა დააკავეს. ოჯახის წევრები მაშინ ამბობდნენ, რომ მოკლული სისტემატურად სვამდა და მთვრალ მდგომარეობაში ძალადობდა ცოლზე, ოჯახზე და მათ მოკვლითაც ემუქრებოდა.

ცოლი ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებდა, რომ მისი ქმარი მკვლელობის დღესაც ამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და შვილი იძულებული გახდა თავი დაეცვა.

"მოვიდა ნასვამი, რის შემდეგაც დაიწყო ჩხუბი, სრულიად უმიზეზოდ, სრულიად უსაბაბოდ. მომსწრენიც არიან მაგისი, დაიწყო ფიზიკურ შეურაცხყოფაზე გადმოსვლა. გამოიწვია ჩემი შვილი, ეძახდა - მოდი აბა დამარტყიო - დანა დაუნახია თვითონ ჩემს მეუღლეს, ეცა ამ დანას, მოდი აბა რას მიზამო. ამის შედეგად წაბორძიკდნენ, დანა წაართვა და ეს დარტყმა როგორ მოხდა რანაირად მოხდა მე უკვე არ ვიცი", - განუცხადა ჟურნალისტებს მაშინ მოკლულის ცოლმა.

ახალგაზრდა პოლიციას თავად ჩაბარდა და ბრალიც აღიარა. მის წინააღმდეგ გამოძიება  11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც გულისხმობს ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში.

<iframe src="https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fpermalink.php%3Fstory_fbid%3Dpfbid0hNd9KHZd8vSC2HLcifhtcDyjjsjmJpAuEyYD7CVFgk5WnTS7xCTmeKkqbUCTSmArl%26id%3D100005258320973&show_text=true&width=500" width="500" height="684" style="border:none;overflow:hidden" scrolling="no" frameborder="0" allowfullscreen="true" allow="autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share"></iframe>