შოლცი - გერმანია მზად უნდა იყოს უფრო მეტად დაეხმაროს უკრაინას, როცა სხვების მხარდაჭერა შესუსტდება

გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის განცხადებით, მისი ქვეყანა მზად უნდა იყოს უკრაინისადმი მხარდაჭერის გაზრდისთვის, სხვების მხარდაჭერის შესუსტების ფონზე.

"ეს ომი ალბათ, მალე არ დასრულდება. მნიშვნელოვანია ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ ის, რაც საჭიროა დიდი ხნის განმავლობაში, კერძოდ, განვაგრძოთ უკრაინის მხარდაჭერა თავდაცვით ბრძოლაში“, - განაცხადა შოლცმა.

გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ 2022 წელს უკრაინაში შეჭრით რუსეთმა წერტილი დაუსვა ევროპაში მშვიდობისა და უსაფრთხოების საერთო გაგებას და ცხადი უნდა იყოს, რომ "ევროპაში საზღვრები ძალით აღარ შეიცვლება“....

მისივე თქმით, გერმანია მზად უნდა იყოს მეტი გააკეთოს "როცა სხვები მხარდაჭერას შეასუსტებენ".

"პრეზიდენტი პუტინი არ უნდა ელოდოს, რომ ჩვენ უკან დავიხევთ", - აღნიშნა მან.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები