სოფელ მზეთამზეში და წაღვერში სავალი გზის გასწვრივ საყრდენი კედლის რეაბილიტაცია დასრულდა

ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ მზეთამზეში და წაღვერში სავალი გზის გასწვრივ საყრდენი კედლის რეაბილიტაცია დასრულდა.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, კედლის მოწყობის სამუშაოები რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა.

სამშენებლო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ "Georgian Build" აწარმოა.

ბორჯომის მუნიციპალიტეტისთვის პრიორიტეტულია ისეთი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, რაც მოსახლეობის დაცულობას და ზოგადად, უსაფრთხო გარემო პირობებს უზრუნველყოფს. მიმდინარე წელს, მუნიციპალიტეტში არა ერთი საყრდენი კედლის მშენებლობა განხორციელდა და მომავალი წლისთვისაც იგეგმება მსგავსი მასშტაბური კედლების მშენებლობა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები