ანტონიო ტაიანი - ევროკავშირმა საკუთარი ერთიანი არმია უნდა შექმნას

ევროკავშირმა უნდა შექმნას საკუთარი ერთიანი არმია, რომელიც ითამაშებს როლს მშვიდობის შენარჩუნებაში და ასევე კონფლიქტების თავიდან აცილებაში, - ამის შესახებ იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიო ტაიანიმ La Stampa-სთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, მისი პარტიისთვის პრიორიტეტია ევროკავშირის მჭიდრო თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში.

როგორც მან აღნიშნა, ბლოკს სურს იყოს მშვიდობისმყოფელი მსოფლიოში - მას სჭირდება ჯარი, რაც იქნება ფუნდამენტური წინაპირობა ეფექტური ევროპული საგარეო პოლიტიკის არსებობისთვის.

"მსოფლიოში ისეთი ძლიერი მოთამაშეებით, როგორებიცაა აშშ, ჩინეთი, ინდოეთი, რუსეთი - ახლო აღმოსავლეთიდან ინდო-წყნარი ოკეანის კრიზისებით - იტალიის, გერმანიის, საფრანგეთის ან სლოვენიის მოქალაქეებს შეუძლიათ დაიცვან მხოლოდ ის, რაც უკვე არსებობს, კერძოდ, ევროპული კავშირი“, - განაცხადა მან.

ამასთან, ტაიანი დარწმუნებულია, რომ ევროკავშირმა უნდა გაამარტივოს თავისი ხელმძღვანელობა და ჰყავდეს ერთი პრეზიდენტი ევროსაბჭოს პრეზიდენტისა და ევროკომისიის პრეზიდენტის ამჟამინდელი სტრუქტურის ნაცვლად.

მსგავსი სიახლეები