მიხეილ სარჯველაძე რობინ დანიგანს შეხვდა

მიხეილ სარჯველაძე რობინ დანიგანს შეხვდა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან რობინ დანიგანთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს კომიტეტისა და საელჩოს შორის თანამშრომლობის კარგ გამოცდილებაზე და მის ფარგლებში მომზადებულ ერთობლივ პროდუქტებზე.

"მიხეილ სარჯველაძემ მიმოიხილა უკანასკნელ პერიოდში, ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით განხორციელებული მნიშვნელოვანი რეფორმები. მანვე ისაუბრა კომიტეტის პრიორიტეტებზე და საგაზაფხულო სესიის ფარგლებში დაგეგმილ საქმიანობაზე.

საუბარი შეეხო საქართველოს მისწრაფებას ევროკავშირში ინტეგრაციისკენ. მხარეებმა მიმოიხილეს ამ მიმართულებით უკვე მიღწეული პროგრესი და ისაუბრეს 9 პრიორიტეტის განხორციელების დღის წესრიგზე. კომიტეტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა არსებულ მოტივაციას და მზაობას, რაც ითვალისწინებს პრიორიტეტების მუშაობის ინტენსიურ პროცესს გამჭვირვალობისა და მონაწილეობითი პრინციპების დაცვით.

თავის მხრივ, რობინ დანიგანმა კომიტეტის თავმჯდომარეს მიულოცა საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება და გამოხატა თანადგომა შემდგომი რეფორმების გატარების პროცესში.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა დაადასტურეს ურთიერთთანამშრომლობის გაგრძელებისა და განვითარებისთვის საჭირო ორმხრივი მზაობა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები