ნატოს სამი ქვეყანა საკუთარ საზღვრებზე თავდაცვის ხაზს ააშენებს

ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა რუსეთისა და ბელარუსის საზღვრებზე თავდაცვის ხაზს ააშენებენ, - ინფორმაციას ესტონეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

დღევანდელ შეხვედრაზე ბალტიისპირეთის ქვეყნების თავდაცვის მინისტრებმა მშენებლობის კონცეფცია მოიწონეს და შესაბამისი ხელშეკრულება გააფორმეს. ესტონეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა ჰანო პევკურმა განაცხადა, რომ ამ სტრუქტურების მიზანი რეგიონში სამხედრო კონფლიქტის თავიდან აცილებაა. საზღვრებზე ასევე შეიქმნება ბუნკერების, სიმაგრეების და გამანაწილებელი ხაზების ქსელი.

"თავდაცვითი ნაგებობების მშენებლობა არის საგულდაგულოდ გააზრებული და დაბალანსებული პროექტი, რომლის საჭიროება წარმოიქმნება უსაფრთხოების არსებული სიტუაციიდან. რუსეთის ომმა უკრაინაში აჩვენა, რომ აღჭურვილობის, საბრძოლო მასალისა და ცოცხალი ძალის გარდა, ფიზიკური თავდაცვითი სტრუქტურები საზღვარზე ასევე აუცილებელია ესტონეთის დასაცავად“, - განაცხადა მინისტრმა.

როგორც ესტონური გამოცემა Postimees წერს, საუბარია 600 ბუნკერისგან შემდგარი თავდაცვის ხაზის აშენებაზე. 30-35 კვადრატული მეტრის ერთი ბუნკერი გათვლილია 10 ადამიანზე, მან უნდა გაუძლოს 152 მმ კალიბრის ჭურვის პირდაპირ დარტყმას.

მსგავსი სიახლეები