კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების დროს უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, სამართალდამცველების მხრიდან, 2024 წლის 23 იანვარს, ქ. თბილისში, კ.კეკელიძის ქუჩაზე მიმდინარე მოვლენების და საპროტესტო აქციის დროს სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება დაიწყო.

"სპეციალური საგამოძიებო სამსახური ატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად", - აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

კეკელიძის ქუჩაზე ოჯახის გამოსახლებას დღეს დაპირისპირება და დაკავებები მოჰყვა. დაკავებულების ნაწილი აცხადებს, რომ მათ წინააღმდეგ ძალის გამოყენებას ჰქონდა ადგილი.

მსგავსი სიახლეები