ჰერჩინსკი - ყურადღებით მივადევნებთ თვალს არა მხოლოდ საარჩევნო დღეს, არამედ მთელ საარჩევნო კამპანიას

გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ იქნება თანაბარი პირობები, რომ ყველა პოლიტიკურ პარტიას ექნება საკმარისი სივრცე, რათა ჩაერთოს და წარმოადგინოს თავისი პროგრამები და პირველ ყოვლისა, არ იქნება ძალადობა, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

"როგორც ყველამ დაინახა, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები არის ერთ-ერთი იმ ცხრა ნაბიჯიდან, რომელიც გამოვლინდა ევროკომისიის მიერ და მხარი დაუჭირეს ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა, როგორც ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელსაც ყურადღებით დააკვირდებიან. მე ვიცი, რომ საქართველოს მთავრობამ უკვე აიღო ვალდებულება OSCE/ODIHR-ს სთხოვოს გრძელვადიანი დაკვირვება და ვიცი, რომ ყველა ჩვენი წევრი ქვეყანა მხარს უჭერს ამას. ეუთოს წევრი ქვეყნების შემთხვევაში, ეუთო პასუხისმგებელია გრძელვადიან დაკვირვებებზე, მაგრამ წევრ ქვეყნებს შორის მიმდინარეობს დისკუსიები, მიიღებს თუ არა ევროკავშირი მონაწილეობას არჩევნების დაკვირვებაში.

კიდევ ერთხელ მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ ძალიან ყურადღებით მივადევნებთ თვალს არა მხოლოდ თავად არჩევნებს, არა მხოლოდ არჩევნების დღეს, არამედ მთელ საარჩევნო კამპანიას. ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ იქნება თანაბარი პირობები, რომ ყველა პოლიტიკურ პარტიას ექნება საკმარისი სივრცე, რათა ჩაერთოს და წარმოადგინოს თავისი პროგრამები და პირველ ყოვლისა, არ იქნება ძალადობა, რადგან ძალადობა აბსოლუტურად მიუღებელია ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები