ჰერჩინსკი - ევროკავშირი ძალიან მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ ეს არჩევნები ჩატარდეს თავისუფალ და სამართლიან გარემოში

ევროკავშირი ძალიან მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს თავისუფალ და სამართლიან გარემოში, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

"ცხრა თვე დარჩა საქართველოში საპარლამენტო არჩევნებამდე, ევროკავშირი ძალიან მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ ეს არჩევნები ჩატარდეს თავისუფალ და სამართლიან გარემოში. ეს არა მხოლოდ არჩევნების თარიღს, არამედ მთელ წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდს ეხება. არჩევნებზე დაკვირვება აუცილებელია. ველოდებით, რომ საქართველოს მთავრობამ მოიწვიოს ეუთო/ოდირის გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია.

მოხარული ვარ, რომ დღეს ვხსნით ღონისძიებას ევროკავშირთან და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, რომელიც მხარს უჭერს ISFED-ს (სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას), რათა განვანათლოთ ამომრჩევლები და გავავრცელოთ ცოდნა მათი უფლებების შესახებ. ასევე, მონიტორინგი გავუწიოთ საარჩევნო კამპანიას. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ერთ-ერთია ცხრა ნაბიჯიდან, რომელიც განსაზღვრა ევროკომისიამ და დაამტკიცა 27-მა წევრმა სახელმწიფომ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე წინსვლისთვის“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები