ნიკა მელია - თუ რამის ჰაბად გადაიქცა საქართველო ოლიგარქიული მართვის პირობებში, გადაიქცა ევროპელი პენსიონერების ძარცვის ჰაბად

"ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია ქოლცენტრების საქმეზე დაკავებებს ეხმაურება.

"თუ რამის ჰაბად გადაიქცა საქართველო ოლიგარქიული მართვის პირობებში - გადაიქცა ევროპელი პენსიონერების ძარცვის ჰაბად.

ქვეყანას, რომლის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა, მიისწრაფვის ევროკავშირისკენ და სურს ქვეყნის ამ ოჯახში გაწევრიანება რაც შეიძლება მალე, საუკეთესო, განათლებული და მშრომელი ახალგაზრდები გადაუქციეს კრიმინალური სქემების მონაწილე, ევროპელი პენსიონერების მძარცველებად.

ოლიგარქები ასე აცნობენ ევროპას ჩვენს თავს.

ევროპელი პარტნიორები არა მხოლოდ მოითხოვენ გამოძიებას, არამედ ეს გამოძიება საქართველოს წევრობის წინაპირობად იქცევა.

ახლა უცხოელი პარტნიორების ზეწოლით, ოცნება ატარებს ფასადურ გამოძიებას, თუმცა დანაშაულის, თაღლითობისა და ყაჩაღობის მასშტაბიდან გამომდინარე - მოუწევთ ევროპული მართლმსაჯულებისათვის პასუხის გაცემა - როგორც ჩანს, არც თუ შორეულ მომავალში", - წერს მელია.

ტრანსნაციონალური თაღლითური ქოლ-ცენტრების წინააღმდეგ ევროპელ კოლეგებთან ერთად მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, პროკურატურამ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 7 წევრი დააკავა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები