ნიკა მელია - სახელმწიფო არ დგას არცერთი მიმართულებით თავის სიმაღლეზე და მსგავსი ტრაგედიები უკვე ნორმა ხდება ქვეყანაში

სახელმწიფო არ დგას არცერთი მიმართულებით თავის სიმაღლეზე და მსგავსი ტრაგედიები უკვე ნორმა ხდება ქვეყანაში, თითქოს ამაზე პასუხს არავინ აგებს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა.

მისი თქმით, სახელმწიფოს არ აქვს ტრაგედიის თავიდან აცილების შესაძლებლობა, რაზეც პასუხისმგებლობა "ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს ეკისრება.

"სახელმწიფო არ დგას არცერთი მიმართულებით თავის სიმაღლეზე და მსგავსი ტრაგედიები უკვე ნორმა ხდება ქვეყანაში. თითქოს ამაზე პასუხს არავინ აგებს - მაღალი თანამდებობის პირები მყავს მხედველობაში. რა თქმა უნდა, ტრაგედიები ხდება, მაგრამ პრევენცია ტრაგედიის ყველა განვითარებად ქვეყანაში ხდება. ამაზე ესენი არ საუბრობენ და ვერც ისაუბრებენ. როცა ძირგამომპალი ხარ, როგორც ხელისუფლება  და თავიდან ბოლომდე ხარ კორუფციის ჭაობში ჩაფლული, სხვა საკითხები არის მეორე და მესამე ხარისხოვანი. "ქართული ოცნების“ წევრებს პასუხისმგებლობა ბევრად მეტი აქვთ, ვიდრე თქვენ და მე.  

იმის შესაძლებლობა გაქვს, რომ 10-იდან 5 ტრაგედია აიცილო, მაგრამ ამას ვერ ახერხებ და თავს იმართლებ 24 საათი, ვერტმფრენი ვერ გიყიდია და შესაბამისი სისტემით ვერ უზრუნველყოფ მეწყერსაშიშ მდებარეობებს. წლიდან წლამდე არაფერი არ ხდება, ვინაიდან, ეს სისტემა თავიდან ბოლომდე არის დამოკიდებული ერთ ადამიანზე, ამ ადამიანის სახელი და გვარი არის ბიძინა ივანიშვილი, რომელიც სრულად აკონტროლებს საჯარო მმართველობის ყველა სფეროს. ივანიშვილის ეშინია ყველა წევრს. შეიძლება,  შეეძლოთ საქმის კეთება, მაგრამ ვერ აკეთებენ", - განაცხადა ნიკა მელიამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები