ნიკა მელია - მოდაში შემოდის კორუმპირებულობა, მორალურად მართლაც გათანაბრებული უნდა იყოს სახელმწიფო ღალატთან

მოდაში შემოდის კორუმპირებულობა, ისევე როგორც 90-იან წლებში ნარკოზემოქმედების ქვეშ ყოფნა იყო მოდური, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა.

მისი თქმით, მსგავსი პრობლემები არამარტო ქვეყნის შიდა პრობლემაა, არამედ ევროინტეგრაციის გზაზეა დიდი დაბრკოლება.

"მოდაში შემოდის კორუმპირებულობა, ისევე როგორც 90-იან წლებში ნარკოზემოქმედების ქვეშ ყოფნა იყო მოდური. მორალურად მართლაც გათანაბრებული უნდა იყოს სახელმწიფო ღალატთან, როდესაც კორუმპირებული მაღალი თანამდებობის პირი მილიონებს იპარავს, როდესაც თქვენი მეზობელი სისხლს აბარებს.  ეს არა მხოლოდ ხელის შემშლელი ფაქტორია სახელმწიფოსთვის, რომ ვერ ვითარდება ვერც დემოკრატიულად და ვერც ეკონომიკურად, არამედ ეს არის ჯებირი ევროინტეგრაციის პროცესში. ივანიშვილს ჩვენ ივანიშვილისვე ინსტრუქციით ვერ დავამარცხებთ, ვერ დავამარცხებთ ისე, როგორც დაამარცხა ყველა - ტყუილით და უნამუსობით და მიიტაცა სახელმწიფო. ფულით ვერ დავამარცხებთ, დავამარცხებთ მორალური პოლიტიკით, გამბედაობით და სუფთა რეპუტაციით. თუ ყველაფერი სწორად გაკეთდა, შანსი არის, რომ 2030  წელს არ გავხდეთ იმ სანუკვარი ოჯახის სრულფასოვანი წევრი და გავხდეთ მდიდარი სახელმწიფო", - განაცხადა ნიკა მელიამ.

ნიკა მელიამ ქვეყანაში მართლმსაჯულების სამართლიანობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

"შესაბამისი რეფორმები უნდა გატარდეს  მართლმსაჯულების სისტემაში. როდესაც მე დამიჭერენ, მამაჩემმაც კი ვერ უნდა თქვას, რომ ხელისუფლებამ დაიჭირაო. როდესაც ვინმეს დაიჭერენ, უნდა ითქვას, რომ ქართულმა მართლმსაჯულებამ გამოიტანა განაჩენი და არა შოთაძემ, ადეიშვილმა ან კიდევ მომავალში თუ ვინმე იქნება. უნდა იყოს დაბალანსებული სახელმწიფო შტოები ერთმანეთისგან დამოუკიდებელი", - განაცხადა ნიკა მელიამ "ტვ პირველის" ეთერში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები