ნიკა მელია - ვაწარმოებ მოლაპარაკებებს სხვადასხვა პარტიებთან, ვისაც აქვს საარჩევნო ნომერი, მაგრამ არ აპირებენ ასპარეზობას

ან უნდა დაველოდო ივნის-ივლისის თვეს, რომ მერე "ქართული ოცნების“ ლოტოტრონში ჩავყო ხელი და იქიდან ამოვიღო "ქართული ოცნება“, რა თქმა უნდა, ვაწარმოებ მოლაპარაკებებს სხვადასხვა პარტიებთან, - ამის შესახებ ნიკა მელიამ განაცხადა.

მისი თქმით, თუ შედგება მოლაპარაკებები, მისი პარტია არჩევნებზე წარმოდგენილ იქნება 4 ნომრით.

"მე მომდევნო თვეებში ვიღაცებს გულს დავწყვეტ, მაგრამ ვიქნები, პირველ რიგში, ჩემს თავთან მართალი.

ან უნდა დაველოდო ივნის-ივლისის თვეს, რომ მერე "ქართული ოცნების“ ლოტოტრონში ჩავყო ხელი და იქიდან ამოვიღო "ქართული ოცნება“, რა თქმა უნდა, ვაწარმოებ მოლაპარაკებებს სხვადასხვა პარტიებთან, ვისაც აქვს საარჩევნო ნომერი, მაგრამ არ აპირებენ ისინი ასპარეზობას. გაერთიანება ნიშნავს ტექნიკურად, უბრალოდ, ნომრის აღებას, რომელსაც ექნება სხვა სახელი.  

ორი ვარიანტიდან ავირჩევთ ერთ-ერთს, ეს არ იქნება გაერთიანება, ეს წმინდა წყლის ტექნიკური პროცედურების გავლა იქნება. კეთილ ნებას გამოიჩენს პარტნიორი და მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ვებრძოლოთ ბიძინა ივანიშვილს", - განაცხადა ნიკა მელიამ "ტვ პირველის" ეთერში.

ნიკა მელია აცხადებს, რომ ერთ-ერთი ნიკა მაჭუტაძეა, რომელთანაც საარჩევნო ნომრის საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკება მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები