ზელენსკიმ გენერალური შტაბის ახალი უფროსი დანიშნა

ანატოლი ბარგილევიჩი უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ახალი უფროსი გახდა. მანამდე ეს პოსტი სერგეი შაპტალს ეკავა.

"მთავარსარდლის ალექსანდრე სირსკის წინადადებით გენერალური შტაბის ახალ უფროსად გენერალ-მაიორი ანატოლი ბარგილევიჩი დაინიშნა. გამოცდილი ადამიანია, მას ესმის ამ ომის ამოცანები და უკრაინული მიზნები", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მისივე თქმით, დღეს სირსკიმ თავისი მოადგილეების კანდიდატურები და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეები განსაზღვრა.

"და მე მოვაწერ ხელს შესაბამის განკარგულებებს. ყველა არის მებრძოლი, პროფესიონალი, თითოეულს აქვს მკაფიო ცოდნა ფრონტისა და უკრაინელი ჯარისკაცების რეალური საჭიროებების შესახებ", - განაცხადა ზელენსკიმ.

მანამდე ბარგილევიჩი ტერიტორიულ თავდაცვის ძალებს ხელმძღვანელობდა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები