ლევან ხაბეიშვილი - როცა მთავარი ოპოზიციონერი, პრეზიდენტი სააკაშვილი არის ციხეში, წარმოუდგენელია, კონკურენტუნარიანად შეფასდეს არჩევნები

როცა მთავარი ოპოზიციონერი, პრეზიდენტი სააკაშვილი არის ციხეში, წარმოუდგენელია, კონკურენტუნარიანად შეფასდეს არჩევნები. საქართველოს მოქალაქეს ვპირდები, რომ ივანიშვილი ვერ შეძლებს არჩევნებში მანიპულაციას, - ამის შესახებ პარტია "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს  პარტნიორები აქტიურად ადევნებენ თვალს ქვეყანაში  მიმდინარე მოვლენებს.

"ევროკავშირის ელჩთან და ევროკავშირის ქვეყნების ელჩებთან გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა და ვისაუბრეთ სამ პრიორიტეტს და გამოწვევაზე, რომელიც აქვს "გამარჯვების კოალიციას“, „ნაციონალურ მოძრაობას“.

ეს საკითხები შეეხებოდა იმას, რომ წარმოუდგენელია, კონკურენტუნარიანად შეფასდეს არჩევნები, როცა მთავარი ოპოზიციონერი, პრეზიდენტი სააკაშვილი არის ციხეში.

მეორე - ჩვენ ჩვენს პარტნიორებს მივაწოდეთ სამასამდე იდენტიფიცირებული უბანი, სადაც ივანიშვილის პარტია ახერხებს მანიპულაციებს და იწერს შედეგებს. მესამე - მნიშვნელოვანი საკითხი, ეს არის საქართველოს ეკონომიკური შესაძლებლობები და როგორ უნდა გახდეს საქართველო ეკონომიკურად წარმატებული ქვეყანა", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

მისივე თქმით, პარტნიორებისგან არჩევნებზე დაკვირვების მზაობა არსებობს.

"ჩვენი პარტნიორებისგან არსებობს მზაობა არჩევნებზე დაკვირვების და საქართველოს მოქალაქეს ვპირდები, რომ ივანიშვილი ვერ შეძლებს მანიპულაციას. მთავარია, რომ ქართველი ხალხი მივიდეს არჩევნებზე, ამიტომ ჩვენი პარტნიორები არიან ისეთი აქტიურები და ისეთი ინტერესით, როგორც არასდროს არ ყოფილან. ახლა იქნება ისეთი დაკვირვება არჩევნებზე, მათ შორის ჩვენი და ჩვენი პარტნიორების მხრიდან, როგორიც არ ყოფილა არასდროს. უპრეცედენტოდ მობილიზებული ვიქნებით ჩვენც და ჩვენი პარტნიორებიც“– განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები დღეს საქართველოში ევროკავშირის ელჩს პაველ ჰერჩინსკის შეხვდნენ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები