ხატია დეკანოიძე - ვიქნები იქ, სადაც არ არის ჩრდილოვანი გავლენა და პოლიტიკური კორუფცია

არ მიმაჩნია, რომ ოპოზიციური კონფიგურაციები მოსახლეობისთვის დიდი ინტერესის საგანი იყოს. ვიქნები იქ, სადაც არ არის ჩრდილოვანი გავლენა და პოლიტიკური კორუფცია, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

დეკანოიძე იმედოვნებს, რომ სულ მალე საბოლოო კონფიგურაცია ჩამოყალიბდება.

"არ მიმაჩნია, რომ ოპოზიციური კონფიგურაციები მოსახლეობისთვის დიდი ინტერესის საგანი იყოს. ვიქნები იქ, სადაც არ არის ჩრდილოვანი გავლენა და პოლიტიკური კორუფცია, არის ადამიანების იდეური ერთობა, ვინც ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ნამდვილ ბრძოლაზეა ორიენტირებული. ვფიქრობ, რომ ძალიან მალე საბოლოო კონფიგურაცია ჩამოყალიბდება. ალბათ, ეს იქნება თებერვლის ბოლოს ან მარტის დასაწყისში, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მისივე თქმით, ნიკა გვარამიასა და ნიკა მელიასთან საუბარი არ შეუწყვეტია.

"ნიკა გვარამიასთან და ნიკა მელიასთან საუბარი მქონდა და ამ დრომდე არ შემიწყვეტია, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანია, იყოს იდეა და სინერგია, რომელიც მოიტანს ჩვენი თანამოქალაქეების ინტერესს", - აღნიშნა დეკანოიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები