სტოლტენბერგი - ნატოს ქვეყნების ჯგუფი უკრაინისთვის მილიონი დრონის გადაცემას გეგმავს

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ქვეყნების ჯგუფს სურს სამხედრო დახმარების ფარგლებში უკრაინის დამცველებს მილიონი დრონი გადასცეს, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

მისი თქმით, დღეს, 15 თებერვალს, უკრაინა-ნატოს საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელზეც უკრაინის თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა მოკავშირეებს ფრონტის ხაზზე არსებული ვითარების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, ხოლო ნატოს ქვეყნებმა ხაზი გაუსვეს შემდგომი მხარდაჭერის მნიშვნელობას.

სტოლტენბერგმა ასევე აღნიშნა, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, მოკავშირეებმა, მათ შორის კანადამ, ფინეთმა და ნორვეგიაში, გამოაცხადეს ახალი სამხედრო დახმარების პაკეტების შესახებ,  რომელიც მოიცავს აღჭურვილობას და სათადარიგო ნაწილებს F-16-ებისთვის, ასევე საჰაერო თავდაცვისთვის.

”მოკავშირეების ჯგუფი ერთიანდება უკრაინისთვის მილიონი დრონის მიწოდების მიზნით. ნატოს 20 მოკავშირე ასევე შეთანხმდა, რომ შექმნან კოალიცია განაღმვისთვის. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს უკრაინელთა სიცოცხლის გადარჩენას”, - განაცხადა გენერალურმა მდივანმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები